საზოგადოება
სოფო ქაცარავა: მაშფოთებს საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ასეთი მიუღებლობის და აგრესიის არსებობა

სოფო ქაცარავა: მაშფოთებს საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ასეთი მიუღებლობის და აგრესიის არსებობა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა გაერო-ში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ გავრცელებულ მუქარის შემცველ განცხადებებს facebook-ზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აშფოთებს საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ასეთი მიუღებლობის და აგრესიის არსებობა.

"მინდა გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ მოწოდებებს, რომელიც გაისმა გარკვეული პირების მხრიდან, რომელიც მიმართული იყო გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდობის წარმომადგენლის მიმართ. შეძრწუნებული ვარ იმ მოწოდებებით, რასაც ვკითხულობ სოციალურ ქსელში და მაშფოთებს ჩვენს საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ასეთი მიუღებლობის და აგრესიის არსებობა. ჩემთვის პატრიოტიზმი არის ერთამენთის პატივისცემა და იმ საქმის კეთება, რომელიც ჩვენი ქყვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას ემსახურება!",-წერს ქაცარავა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის