საზოგადოება
ნაძალადევში 2014-2017 წლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 970 პროექტი დაფინანსდა

ნაძალადევში 2014-2017 წლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 970 პროექტი დაფინანსდა

2014 წლის აგვისტოდან დღემდე, ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 970 პროექტი განხორციელდა, -ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარე 20-მდე პროექტი კი წლის ბოლომდე დასრულდება.

კორპუსებში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, ძირითადად, შემდეგი სახის პროექტები ხორციელდება:

წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელის შეცვლა (გამგეობის დაფინანსება 85%)

ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია (80%)

4-5 სართულიანი შენობის კაპიტალური გამაგრება (90%)

კაპიტალური გამაგრების პროექტის შედგენის მომსახურება (90%)

კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია (80%)

ლიფტების რეაბილიტაცია (80%)

სადარბაზოების შიდა რემონტი (80%)

სადარბაზოებში მეტალის კარების მონტაჟი (80%)

სადარბაზოებში სენსორული განათების მოწყობა (90%)

საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია (80%)

წყალსაწრეტი მილების შეცვლა (80%)

3 წლისა და 3 თვის განმავლობაში, კორპუსების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად შესრულებული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 9 908 706 ლარი გამოიყო.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის