საზოგადოება
„რუსეთს უჭირს სიკეთის კეთება, ჩექმის დაჭერა უადვილდება“

„რუსეთს უჭირს სიკეთის კეთება, ჩექმის დაჭერა უადვილდება“

სავიზო რეჟიმის გამარტივება, ან სრულიად გაუქმება რუსეთის მხარის პრეროგატივაა. ოფიციალური რუსეთი პერმანენტულ რეჟიმში აკეთებს განცხადებას, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე. ამჯერად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში არ გამორიცხა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, თუმცა აღნიშნა, რომ ამისკენ სვლას დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის ხელს.„პერსპექტივაშიარ გამოვრიცხავთ ორმხრივ საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას. სხვა საქმეა, რომ ამისკენ სვლა ჯერჯერობით რთულია. ამას ხელს დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ინიციატივით გაწყდა. აღნიშნული საკითხის მიღებისას ისეთი საფრთხეები უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორიც არის ტერორისტული საფრთხე და არალეგალური მიგრაცია“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრობს, ამასთან დაკავშირებით ცნობილია ოფიციალური თბილისის პოზიცია - სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება.რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ, ერთი... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის