საზოგადოება
მტერთან ნაძალადევი მეგობრობა სრულდება

მტერთან ნაძალადევი მეგობრობა სრულდება

უკრაინამ შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს. როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება, მომავალ კვირას მოსალოდნელია, უკრაინის პარლამენტმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას უყაროს კენჭი.უფრო ზუსტად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ პუნქტი დამატებით პუნქტად შევა დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონში, რომელიც უკრაინის პარლამენტმა მეორე მოსმენით 16 ნოემბერს უნდა განიხილოს.ამ პროცესის მომდევნო ეტაპად კი სახელდება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შესაბამისი განკარგულება, რის შემდეგაც უკრაინაში რუსული, ხოლო რუსეთში უკრაინული დიპლომატიური წარმომადგენლობა დაიხურება.უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ მოსკოვში უკრაინის ინტერესებს ბელარუსი ან შვეიცარია წარმოადგენს.თავის დროზე ქართველ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი გაოცებით საუბრობდა უკრაინის ქმედებაზე, რომელმაც რუსეთთან დაპირისპირების მიუხედავად, სძლია საკუთარ თავს და მტრულ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა მაინც არ გაწყვიტა. უკრაინის მაგალითის ფონზე ქართველი ექსპერტები მოუწოდებდნენ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ, თუ საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ არ გაწყვიტა კავშირი რუსეთთან, ქართველებსაც ურთიერთობის ნორმალიზებაზე ეფიქრათ და დესპანები გაეგზავნათ მოსკოვში. თუმცა, როგორც ჩანს, უკვე უკრაინაც მიხვდა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შენარჩუნებამ არაფერი მოუტანა... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის