სამართალი
თურქეთში დაკავებულ 4 ქართველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თურქეთში დაკავებულ 4 ქართველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თურქეთში დაკავებულ 4 ქართველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ოთხივე მათგანი უკვე გადაიყვანეს ანტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კიდევ ერთი დაკავებული ქალბატონი კი, ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა გელა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დაკავებულების ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს და ისინი თარჯიმნით უზრუნველყოფილი არიან, თუმცა, მისივე განცხადებით, მათ აქვთ უფლება ადვოკატი, აიყვანონ.

თურქმა სამართალდამცველებმა ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ მანქანებისა და სახლების ძარცვა.

პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოახდინა. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ამოღებულია ოქროულობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის