სამართალი

"პროკურორს სიურპრიზს ვპირდებით"- ელისო კილაძის შვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის საქმეზე არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. სასამართლო პროცესზე ის ორი პოლიციელი დაიკითხება, რომლებიც დაკავების ოქმში ფიგურირებენ. დღესვე ადვოკატები მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ, მიეწოდოთ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ სად იმყოფებოდა დაკავების დროს პროკურორი დავით მესტვირიშვილი და შეეძლო თუ არა მას ელექტრონულად გაეცა ნებართვა ოპერაციაში სხვა სამართალდამცველების ჩართვის შესახებ. ელისო კილაძის ინფორმაციით, პროკურორი მესტვირიშვილი დავით ხარშილაძის დაკავებისას სასამართლოს პროცესებს ესწრებოდა, შესაბამისად, როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის ელექტრონულ ნებართვას ვერ გასცემდა.

„საქმის პროკურორს, ბატონ დავით მესტვირიშვილს ჩვენ ვპირდებით სიურპრიზს იმიტომ, რომ ისიც იტყუება. 13 მარტს, ჩემი შვილის დაკავების დღეს, მე მაქვს ინფორმაცია, რომ დავით მესტვირიშვილი მთელი დღის განმავლობაში სასამართლო პროცესებზე იმყოფებოდა და ის საერთოდ არ იყო პროკურატურაში. ანუ, ის არ იყო საქმის კურსში იმ სპეცოპერაციაზე, რომელსაც ახლა ასე დაბეჯითებით აპრავებს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის