სამართალი
სამტრედიაში, მამას, არასრულწლოვანი შვილის დანით სხეულის დაზიანებისთვის 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

სამტრედიაში, მამას, არასრულწლოვანი შვილის დანით სხეულის დაზიანებისთვის 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ხ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 11 მარტის საღამოს საათებში, ვანის რაიონში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.ხ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებთან კონფლიქტის დროს არასრულწლოვან შვილს დანით მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამართალდამცავებმა გ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის