სამართალი
ქუთაისში საინკასაციო ავტომობილი გაიტაცეს

ქუთაისში საინკასაციო ავტომობილი გაიტაცეს

ქუთაისში ე.წ. საფიჩხიას უბანში საინკასაციო მანქანას, რომელსაც ფეი ბოქსიდან თანხა გადაჰქონდა, ორი ნიღბიანი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი მანქანიდან გადმოსვეს და ავტომობილი გაიტაცეს.

უცნობია რა რაოდენობის თანხა გადაჰქონდათ საინკასაციო ავტომობილით. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის