სამართალი
გაუპატიურების მუქარა - დაიწყო თუ არა შსს-მ

გაუპატიურების მუქარა - დაიწყო თუ არა შსს-მ "კორკოტასა" და "მარშის" წევრების მიმართ გამოძიაბა

ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორების მიერ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის თათია დოლიძის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე შს სამინისტროს გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

როგორც „ნიუპოსტს“ უწყებაში უთხრეს, მათთვის განცხადებით არავის მიუმართავს.

ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, ფეისბუკზე გამოქვეყნებული კრიტიკული სტატუსის გამო, გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან. მსგავსი შინაარსის სტატუსები და სოციალურ ქსელში "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ, ასევე „მარშის“ სხვა ორგანიზატორებმა, გია კორკოტაშვილმა მიხეილ ამისულაშვილმა და სხვებმა გამოაქვეყნეს.

მას შემდეგ რაც მათ მიერ გამოქვეყნებულმა კომენტარებმა საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ქართველთა მარშის" ორგანიზატორებმა facebook-ზე აღნიშნული პოსტი წაშალეს და განაცხადეს, რომ ეს განცხადებები მათ არ ეკუთვნოდათ და ისინი ყალბი ე.წ. ფეიკი გვერდების მეშვეობით გაკეთდა, თუმცა სოცქსელის რამდენიმე მომხმარებელმა მათი მიმოწერის "სქრინი", ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააკეთა და გამოაქვეყნეს, არსებობს ამ მიმოწერის ამსახველი ვიდეოც.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის