სამართალი
დააკავეს თუ არა ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი თბილისში - შსს-ს განმარტება

დააკავეს თუ არა ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი თბილისში - შსს-ს განმარტება

„ეხო კავკაზის“ ინფორმაციით გამტენიისას თბილისში ჩეჩენი დევნილი და ცნობილი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს. აბდურახმანოვმა დაკავებასთან დაკავშირებით აუდიოშეტყობინება „კავკაზ.რეალიის“ რედაქციაში გააგზავნა.

აბდურახმანოვის თქმით ამ ეტაპზე მისი რუსეთისთვის გადაცემის საკითხი არ დგანს. ბლოგერს მისი დაკავების მიზეზებზე საუბარი არ სურს. „ეხო კავკაზის“ ინფორმაციით ტუმსო აბდურახმანოვზე, ჩეჩნეთის ძალოვანმა უწყებებმა უკანონო თვალთვალი და დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბლოგერმა, რამზან კადიროვის ადმინისტრაციის უფროსის ისლამ კადიროვის კორტეჟს, გროზნოში გზა არ დაუთმო. კადიროვის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული მუქარების შემდეგ, აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი დატოვა და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლო, ტუმსო აბდურახმანოვის სარჩელს განიხილავს. აბდურახმანოვი მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყება ჩეჩენი ბლოგერის დაკავების ფაქტს უარყოფს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის