სამართალი
მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მშობლები დაჭრა

მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მშობლები დაჭრა

თბილისში, ალკოჰილის ზემოქმედბის ქვეშ მყოფი მამაკაცი  ყოფლ ცოლს და მის მშობლებს თავს დაესხა. როგორც ”თაიმერს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს დანით ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ ქალის მშობლებსაც.

სამივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ოჯახური დანაშაულის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნტი).
უწყების ინფორმაციით, დაჭრაში ბრალდებული პირის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლა მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. თავდასხმაში ბრალდებული პირი წარსულში ნასამართლევია.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის