სამართალი
თურქეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

თურქეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

თურქეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბრალდებით საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, სანაპირო დაცვის სამსახურმა ეგეოსის ზღვაში 45 მიგრანტი დააკავა, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე მოხვედრას რეზინის ნავებით ცდილობდნენ.

22 სირიელი მიგრანტი ბოდრუმის სანაპიროსთან აიყვანეს. მეორე ოპერაცია კი, ფეთიეს ყურეში ჩატარდა. რეზინის ნავში 23 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ერთი ქართველი და სამი უკრაინელი აღმოჩნდა. გამოძიების ვერსიით, ისინი მიგრანტების უკანონო გადაყვანის ორგანიზატორები არიან.

სანაპირო დაცვის სამსახურმა დაკავებულები ფეთიეს უსაფრთხოების სამსახურს გადასცა.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის