სამართალი
ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდში ბინის ძარცვისთვის ქართველები დააკავეს

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდში ბინის ძარცვისთვის ქართველები დააკავეს

ესპანური მედიის ცნობით მადრიდის პოლიციამ ბინის ძარცვის ბრალდებით ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან.

elmundo.es-ის ცნობით ამართალდამცველებმა ისინი ცხელ კვალზე აიყვანეს. ერთ-ერთ მძარცველს ბინის მეპატრონემ დანაშაულის მომენტში შეუსწრო, რასაც ჩხუბი მოჰყვა. შედეგად ბინის მეპატრონე მსუბუქად დაშავდა. მძარცველი კი ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა.

სამართალდამცველებმა მძარცველის თანამზრახველიც დააკავეს, რომლიც პოლიციელების გამოჩენის დროს გაქცევას შეეცადა. სამართალდამცველებმა მათ საცხოვრებლებში ჩხრეკა ჩაატარეს და ხელსაწყოები აღმოაჩინეს, რომლებსაც ისინი ძარცვის დროს იყენებდნენ. ესპანელი სამართალდამცავების ინფორმაციით ისინი სხვა მსგავს დანაშაულებშიც არიან ეჭვმიტანილნი.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის