სამართალი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრებმა უკვე დაიწყეს აეროპორტის შენობაში შესვლა და რეგისტრაციის გავლა. როგორც ჩანს 112-ში შესული ინფორმაცია არ დადასტურდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, "112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება".
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის