სამართალი
შსს: აეროპორტში ევაკუცია 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა

შსს: აეროპორტში ევაკუცია 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა

თბილისის აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ამ დროისთვის ორივე ტერმინალში ევაკუაციაა გამოცხადებული.
თვითმხილველების განცხადებით, თბილისის აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავიდან მგზავრებს არ უშვებენ.
როგორც “პირwელს” შსს-ში განუცხადეს, აეროპორტში ევაკუცია 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა.
“112”-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება”, – აცხადებენ უწყებაში.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის