სპორტი
ბალოტელი ნიცაში დარჩენასთან ახლოსაა

ბალოტელი ნიცაში დარჩენასთან ახლოსაა

"ნიცას" იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, დიდი ალბათობით, შემდეგ სეზონსაც თავის ამჟამინდელ გუნდში ჩაატარებს. 26 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, თუმცა ფრანგულ პრესაში იწერება, რომ იტალიელი მოთამაშე კლუბს ახალი კონტრაქტის თაობაზე უთანხმდება. გასულ სეზონში ბალოტელიმ "ნიცას" მაისურით 23 ჩატარებულ შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი. Email * სახელი და გვარი მობილური * გამოწერა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის