სპორტი
7  საინტერესო ფაქტი სამტრედიას მეტოქეზე

7 საინტერესო ფაქტი სამტრედიას მეტოქეზე

ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიას" მეტოქე აზერბაიჯანული "ყარაბაღი" იქნება. GOAL.GE ამ გუნდის შესახებ გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს: 1. ყარაბაღი ზედიზედ 4 წელია აზერბაიჯანის ჩემპიონი ხდება. 2. ყარადაღი ზედიზედ 3 წელია, რაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადის. 2. ყარაბაღს 2016-2017 წლების სეზონში, ევროპა ლიგის1/16 ფინალში გასვლამდე მხოლოდ 3 ქულა დააკლდა. 3. ყარაბაღი 2015-2016 წლების სეზონშიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იყო და შინ "მონაკოსთან" მატჩი ფრედ დაასრულა. 4. 2008 წელს ყარაბაღის მთავარი მწვრთნელი გურბან გურბანოვი გახდა. 2008 წლამდე გუნდს მხოლოდ 1-ხელ ჰქონდა აზერბაიჯანის ჩემპიონატი მოგებული, გურბანოვმა კი 4-ჯერ მოაგებინა. 5. სურათზე ხედავთ ყარაბაღის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს. მე-4 პოზიცია ყოფილ ქართველ ფეხბურთელს გიორგი ადამიას უკავია. 6. ყარაბაღის წამყვანი ფორვარდი დინო ნდლოვუა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაკრებშიც იყო გამოძახებული. 7. ყარაბაღში 2 ესპანელი თამაშობს. დანი ქუინტანა "ვალენსიას" აღზრდილია და ის სხვადასხვა დროს "რასნიგსა" და "ხიმნასტიკში" თამაშობდა. 30 წლის ვინგერი 2015 წლიდან ირიცხება ყარაბაღში. მეორე ესპანელი მიშელი "ხიხონის" აღზრდილია და ის სხვადასხვა დროს "ბირმინგემის", "ხიხონის", "აეკის" და "ხეტაფეს" ღირსებას იცავდა. GOAL.GE თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი. Email * სახელი და გვარი მობილური * გამოწერა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის