სპორტი
იუვენტუსი მზადაა ალექს სანდროს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს

იუვენტუსი მზადაა ალექს სანდროს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელები მზად არიან, რომ გუნდის ბრაზილიელ განაპირა მცველს, ალექს სანდროს ახალი კონტრაქტი გაუფორმონ. Tuttosport იტყობინება, რომ 26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მზადაა ტურინში დარჩეს. როგორც მოგეხსენებათ, პატრის ევრას გუნდიდან წასვლის შემდეგ, ალექს სანდრომ გასული სეზონი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. რამდენიმე ხნის წინ "ბებერი ქალბატონის" ბრაზილიელ მცველს ლონდონის "ჩელსისთან" და "მანჩესტერ სიტისთანაც" აკავშირებდნენ. ახალი კონტრაქტის მიხედვით, ალექს სანდრო "იუვენტუსში" 2020 წლამდე ითამაშებს. თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი. Email * სახელი და გვარი მობილური * გამოწერა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის