სპორტი
ყარაბაღის მწვრთნელი:

ყარაბაღის მწვრთნელი: "ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "სამტრედია" აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" დაუწყვილდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი გურბან გურბანოვი ამბობს, რომ შესაძლო 5 მეტოქედან "სამტრედია" ყველაზე ძლიერი იყო. "იმ 5 გუნდიდან, რომლებიც "ყარაბაღის" სავარაუდო მეწყვილეები იყვნენ, "სამტრედია" ყველაზე ძლიერია. ქართული გუნდი ჩვენ კარგად გვიცნობს. გასულ სეზონში, ყველამ ვნახეთ "გაბალასთან" "სამტრედიას" ჩატარებული მეორე შეხვედრა. ეს ხასიათის გუნდია. ახლა საქართველოში შიდა ჩემპიონატი მიმდინარეობს, ეს კი მეტოქისთვის უპირატესობაა. ჩვენ ჯერ სრული შემადგენლობაც არ გვყავს. ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში იყვნენ 20 ივნისს შემოგვიერთდებიან. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ მოკლე პერიოდში მოვემზადოთ და პირველ მატჩს მომზადებულები შევხვდეთ", - განაცხადა გურბან გურბანოვმა. თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი. Email * სახელი და გვარი მობილური * გამოწერა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის