სპორტი
კახა ჩხეტიანი:

კახა ჩხეტიანი:"ტრენჩინისთვის" "დინამოსთან" თამაშის შემდეგ მოვემზადებით

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი, უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრით, არც ისე კმაყოფილია და „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ შესაძლებელი იყო, უფრო სუსტი გუნდიც შეხვედროდათ.

„პირველ რიგში, ყველა ქართულ გუნდს ვუსურვებ წარმატებას და ამ ეტაპის გადალახვას. ხუთი სავარაუდო გუნდი იყო, მაგრამ შესაძლებელი იყო, უფრო სუსტ გუნდს შევხვედროდით, მაგრამ რა უნდა ვქნათ, მათ შევხვდით. გავეცნობით ამ გუნდს, დიდად არ ვიცნობთ. რაც უცებ მოვიძიეთ, ვიცით, რომ მეოთხე ადგილზე გავიდნენ. შანსები 50/50-ზე იქნება. დანარჩენი თბილსის „დინამოსთან“ თამაშის შემდეგ. 21-ში ძალიან მნიშნველოვანი შეხვედრა გვაქვს. ამ თამაშის შემდეგ მოვემზადებით კონკრეტულად „ტრენჩინისთვის“.

- იმ გუნდებს შორის, რომლებიც წელს საქართველოს წარმოადგენენ ევროტურნირებზე, გულშემატკივარს ყველაზე მეტად ქუთაისის „ტორპედოსი“ ეიმედება. ეს მოტივაციაა თუ დამატებითი პასუხისმგებლობა, ხომ არ გაშინებთ, რომ მეტს ელიან თქვენგან?

- მადლობას ვუხდი ყველას. ეს არის ნდობა მათი მხრიდან. ჩვენთვის დამატებითი პასუხისმგებლობაც და მოტივაციაც. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ქალაქს არ წარმოვადგენთ მარტო, ქვეყანასაც. გაცილებით დიდია პასუხისმგებლობა. უნდა ვეცადოთ, რომ როგორც ჩვენი ქუთაისელი, ისე მთელი საქართველო გავახაროთ ჩვენი თამაშით.

ქუთაისის „ტორპედო“, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სლოვაკურ „ტრენჩინის“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი, სლოვაკეთში, 29 ივნისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 6 ივლისს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის