სპორტი
ტოტიმ იაპონურ კლუბში გადასვლაზე უარი მეუღლის გამო თქვა

ტოტიმ იაპონურ კლუბში გადასვლაზე უარი მეუღლის გამო თქვა

იაპონური "ტოკიო ვერდის" პრეზიდენტმა, ჰიდეკი ჰანიუმ აღნიშნა, რომ მისმა კლუბმა "რომას" ლეგენდის, ფრანჩესკო ტოტის მიწვევის იდეაზე უარი თქვა. აზიელმა იტალიელის ხელში ჩაგდების სურვილი არ დამალა, თუმცა ტოტის მეუღლე იაპონიაში გადასვლის წინააღმდეგი გახლდათ. "საბოლოო ჯამში, მის ოჯახს ვერ შევუთანხმდით", - ციტირებს ჰანიუს სიტყვებს Nikkan Sports. "ვშიშობ, სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა ტოტის შეძენის მცდელობების შეწყვეტისა", - დასძინა იაპონური კლუბის ხელმძღვანელმა. მოგეხსენებათ, ტოტიმ "რომას" მაისურით ბოლო შეხვედრა მაისის თვის ბოლოს ჩაატარა. დიდი ალბათობით, "გლადიატორი" რომში დაბრუნდება, მაგრამ არა ფეხბურთელის რანგში.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის