სპორტი
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კარიერა დაასრულა

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კარიერა დაასრულა

"სუონსის", "ნაპოლისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, მიჩუმ კარიერა დაასრულა. როგორც La Nueva Espana იტყობინება, 31 წლის ესპანელი იძულებული გახდა ბუცები ლურსმანზე კოჭის გამუდმებული ტრავმის გამო დაესრულებინა. ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, არ არის გამორიცხული, მიჩუ ფეხბურთში დარჩეს. უახლოეს პერიოდში ფორვარდი მწვრთნელის ლიცენზიის მიღებაზე დაიწყებს მუშაობას. გასულ სეზონში მიჩუმ ესპანურ "ოვიედოში" იასპარეზა, რომლის მაისურითაც 27 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის