სპორტი
რუმენიგე:

რუმენიგე: "ლევანდოვსკის შემცვლელი არ სჭირდება"

"ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე დარწმუნებულია, რომ გუნდს თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი არ სჭირდება. ფუნქციონერის განცხადებით, 28 წლის ფეხბურთელი მიუნხენელთა ყველა მატჩის 90-95 პროცენტში იღებს მონაწილეობას. გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 47 შეხვედრა ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. "ანჩელოტისთან ერთად, ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ "ბაიერნს" ლევანდოვსკის შემცვლელი არ სჭირდება. არაფერი არ გვაქვს შესაცვლელი", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს TZ. "სეზონში იგი გუნდის ყველა მატჩის 90-95 პროცენტს ატარებს მინდორზე", - დასძინა "რეკორდმაისტერის" დირექტორმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის