სპორტი
პოლ რობინსონმა კარიერა დაასრულა

პოლ რობინსონმა კარიერა დაასრულა

პოლ რობინსონი 37 წლის ასაკში ფეხბურთიდან წავიდა. გოლკიპერს, რომელმაც კარიერა 1998 წელს, "ლიდსში" დაიწყო და ასევე "ტოტენჰემისა" და "ბლექბერნის" რიგებშიც უთამაშია, ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსება 41 შეხვედრაში დაუცვია. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების ძირითადი კიპერი გახლდათ. რობინსონის ბოლო კლუბი "ბარნლი" აღმოჩნდა, რომელსაც 2016 წლის იანვარში შეუერთდა. გასულ სეზონში მან პრემიერ ლიგაში სამჯერ ითამაშა. სულ ინგლისელი კარის დარაჯის ანგარიშზე საკლუბო დონეზე ჩატარებული 498 მატჩია. ფეხბურთიდან წასვლის მიზეზი ზურგის ტრავმაა. "გასული სეზონის ბოლოს ზურგთან დაკავშირებული პრობლემა დამიბრუნდა და ხელი შემიშალა იმაში, რომ ახალ სეზონს მზადყოფნაში შევხვედრილიყავი", - ციტირებს რობინსონის სიტყვებს ВВС.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის