სხვადასხვა
ABC-ის ჟურნალისტი, რომელსაც ტყვია ყელში მოხვდა და გადარჩა, რენტგენის ფოტოს აქვეყნებს

ABC-ის ჟურნალისტი, რომელსაც ტყვია ყელში მოხვდა და გადარჩა, რენტგენის ფოტოს აქვეყნებს

ავსტრალიელი ჟურნალისტი, ABC-ის კორესპოდენტი, ადამ ჰარვი, რომელიც ფილიპინებში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსა“ და ფილიპინელ სამხედროებს შორის კონფლიქტს აშუქებდა, ქალაქ მარავიში ყელში დაიჭრა, თუმცა გადარჩა, მოგვიანებით კი ყელში გაჩხერილი ტყვიის რენტგენის ფოტო თვითერზე გამოაქვეყნა.

როგორც აღმოჩნდა, ჰარვი, უსაფრთხო ზონაში იმყოფებოდა, მანქანიდან კი წლისა და საჭმილისთვის გადავიდა, რა დროსაც „ყელში რაღაც ჩხვლეტა“ იგრძნო.

როგორც მოგვიანებით იხსენებს, მას, როგორც ყველა სხვა ჟურნალისტს, ჯავშანჟილეტი ეცვა და ჩაფხუტი ეხურა , თუმცა ტყვიამ თავისუფალი ადგილი მაინც მოძებბნა.

ჟუნრალისტი სასწრაფოდ მანილაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც აღმოჩნდა, ტყვია საძილე არტერიას სულ რაღაც 1 სანტიმეტრით ასცდა.

როგორც მედიაში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, ჰარვიმ, ტყვიის ამოღების ოპერაციის შემდეგ, საავადმყოფო საკუთარი ფეხით დატოვა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის