სხვადასხვა
როგორი იქნება დედამიწა მასზე არსებული ყინული რომ გადნეს და რა ბედი ელის საქართველოს (ვიდეო)

როგორი იქნება დედამიწა მასზე არსებული ყინული რომ გადნეს და რა ბედი ელის საქართველოს (ვიდეო)

ცნობილია, რომ მომდევნო ათწლეულებში ზღვის დონე სულ მცირე 90 სანტიმეტრით აიწევს, რაც მილიონობით ადამიანისთვის საცხოვრებლის შეცვლის მიზეზი თავისუფლად გახდება.

მაგრამ თუკი დედამიწაზე არსებული ყონულოვანი მასა მთლიანად გადნება, ოკეანის დონე წარმოუდგენელი მასშტაბით - 65.8 მეტრით აიწევს.

ამერიკულმა გამოცემამ Business Insider გამოაქვეყნა ანიმაცია, რომელიც ვირტუალურად გვაჩვენებს, თუ როგორი იქნება დედამიწის თითოეული კონტინენტიყინული რომ გადნეს.

ამ შემთხვავში, წყლით დაიფარება ისეთი ქალაქები, როგორიცაა ნიუ იორკი, მაიამი, ჰავანა, ბუენოს აირესი, შანხაი, ტალინი, კოპენჰაგენი, ამსტერდამი, ვენეცია და ა.შ.

რაც შეეხება საქართველოს, ვიდეოს თანახმად, წყლით მხოლოდ კოლხეთის დაბლობი დაიფარება.

ვინაიდან, რამდენიმე წელია, მეცნიერები დედამიწის წყლით დაფარვის თარიღს ასახელებენ, მაგრამ არც ერთი არ გამართლებულა, სავარაუდოდ, ჩვენს პლანეტას "ჩაძირვა" უახლოეს მომავალში არ ემუქრება.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის