სხვადასხვა
უნიკალური შემთხვევა - ლომმა ლეოპარდის ნაშიერი იშვილა და საკუთარ ბოკვერებთან ერთად ზრდის (ფოტოკოლაჟი)

უნიკალური შემთხვევა - ლომმა ლეოპარდის ნაშიერი იშვილა და საკუთარ ბოკვერებთან ერთად ზრდის (ფოტოკოლაჟი)

ტანზანიაში, Ndutu Safari Lodge-ის ნაკრძალში, ლომმა ლეოპარდის ნაშიერი იშვილა.

როგორც გაირკვა, 5 წლის ნოსიკიტოკს სამი ბოკვერი ჰყავს, რომელთაც მზურველობას არ აკლებს, ახლა კი ლეოპარდის ნაშიერზეც დაიწყო ზრუნვა.

ლომის პიერ ლეოპარდის გამოკვების უნიკალური კადრი ჯუზელ დერ ლინდემ დააფიქსირა.

„ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა. ვიცით შემთხვევები, როდესაც ლომები სხვა ლომების ნაშიერებზე ზრუნავენ, მაგრამ ეს უპრეცედენტოა, რაც კი დაგვიფიქსირებია. კატისებრთა ოჯახის სხვადასხვა ტიპის წარმომადგენლებში, მსგავსი რამ არ ხდება“ - განაცხადა ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „პანტერას“ დირექტორმა, ლიუკ ჰანთერმა, რომელიც ველური კატების გადარჩენაზე ზრუნავს.

როგორც ნაკრძალის თანამშრომლები აცხადებენ, ლომმა პატარა ლეოპარდი საკუთარი ბუნაგიდან კილომეტრის დაშორებით იპოვა და ყველასთვის მოულოდნელად, არათუ აგრესია გამოხატა, ის თავისთან წაიყვანა.

ექსპერტების თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ იმ მომენტისთვის დედობრივი ჰორმონები განსაკუთრებით მაღალ დონეზე იყო და მას პატარაზე ზრუნვის სურვილი ამოძრავებდა. ნოსიკიტოკმა საკუთარი ბოკვრები სულ რაღაც სამი კვირის წინ შობა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის