სხვადასხვა
წონაში დაკლება ყველაზე კარგი ზაფხულშია - ფსიქოლოგის რჩევები

წონაში დაკლება ყველაზე კარგი ზაფხულშია - ფსიქოლოგის რჩევები

წონაში დაკლება ყველას უნდა, მაგრამ ხშირად გვეკითხებინ წლის რომელ პერიოდშია უფრო კარგი წონაში დაკლება. ზოგი ფიქრობს რომ ზაფხული არც ისე შესაფერისი დროა, რადგან შვებულება და ხანგრძლივად საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით ყოფნა გვიწევს.

თუმცა ყველაზე ხელსაყრელი დრო სწორედ ზაფხულია, რადგან რამდენიმე ფაქტორის გამო წონაში კლება განსაკუთრებით ეფექტურია..

პირველ რიგში იმიტომ არის კარგი წონაში დაკლება, რომ ზაფხულში ადამიანები კარგ განწყობაზე არიან, ამაში ვგულისმხობ გუნება-განწყობილებას , რის გამოც ადამიანები უფრო აქტიურები ხდებიან ,ხშირად გადიან სახლიდან, ქალაქიდან . იცვლიან გარემოს, ურთიერთობენ ადამიანებთან ,ბუნებასთან, რაც ერთ-ერთი მნიშვნლოვანი ფაქტორია წონაში კლების მთელი პროცესში. ამიტომ განწყობის გასაუმჯობესებლად ადამიანს საკვები აღარ სჭირდება, რაც აადვილებს დამოკიდებულების შეცვლას საკვების მიმართ და შედეგი უფრო დროულია და ეფექტური.

მეორე ფაქტორი – საკვების ის რაციონი რასაც ზაფხული გვთავაზობს, ხილი, ბოსტნეული,სალათები, რომელიც ხორცეულთან და თევზეულთან ერთად საკვების გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა, და ბევრად ჯანსაღი და იაფია ვიდრე წელიწადის სხვა დროს.

მესამე ფაქტორი – დრო, რომელიც ადამიანს ზაფხულში გაცილებით მეტი აქვს ვიდრე, რომელიმე სხვა პერიოდში,მეტად შეუძლიათ დრო დაუთმონ საკუთარ თავს ,იკვებონ და დაიკლონ წონაში.

მათ ვისაც განსაკუთრებულად რთული სამუშაო რეჟიმი აქვთ და მთელი წელიწადი თავაუღებლად უწევთ მუშაობა, ზაფხულში უფრო თავისუფლები არიან და გაცილებით ადვილად შეუძლიათ დაესწრონ ყველა საჭირო შეხვედრებს , ანუ 4 ძირითად ტრენინგს, რომელიც ყოველთვის საღამოს 6 საათზე იწყება და ზედიზედ მხოლოდ 4 დღე გრძელდება. თვეში ერთხელ საკონტროლო შეხვედრები კი მაქსიმალურად მორგებულია მათზე რომ უპრობლემოდ შეძლონ დასწრება.

კიდევ ერთი ფაქტორი – მოტივაცია, რასაც გაცილებით აძლიერებს ის ,რომ კლება უფრო თვალსაჩინოა, როცა ნაკლები სამოსი გვაცვია, მაგ: ზაფხულში ვიდრე ზამთარში. როცა რამდენიმე დაკლებული კილოგრამიც და სანტიმეტრიც უკვე თქვენთვისაც და თქვენი ახლობლებისთვის უფრო შესამჩნევია.

რაც შეეხება მეთოდს რომელიც გულისხმობს წონაში დაკლებას აკრძალვების გარეშე საშუალებას გაძლევთ მიირთვათ ყველაფერი რაც გიყვართ, არა აქვს მნიშვნელობა საქართველოს კურორტებზე ისვენებთ თუ სადმე სხვაგან. საკვები ზაფხულში გაცილებით მსუბუქია და მრავალფეროვანი.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის