სხვადასხვა
Homeland-ის მე-7 სეზონს ვირჯინიაში გადაიღებენ - როდის დაბრუნდება

Homeland-ის მე-7 სეზონს ვირჯინიაში გადაიღებენ - როდის დაბრუნდება "სამშობლო"?

პოპულარული სერიალი „სამშობლო“ მე-7 სეზონით 2018 წელს დაბრუნდება, hollywoodreporter-ის ინფორმაციით, სერიალის მე-7 სეზონის გადაღება მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ვირჯინიის შტატში დაიწყება.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გადაღებები ვირჯინიაში დაიწყება, ეს ქალაქები, რაიონები და ხალხი აუცილებლად უზრუნველყოფს ჩვენი ისტორიისთვის მდიდრულ ფონს . ამავდროულად, ჩვენ ვეცდებით, რომ მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი იმპულსი შევიტანოთ ადგილობრივ ეკონომიკაში“- განაცხადა ალექს განსამ, რომელიც სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერია.

სერიალის ახალი სეზონის ვირჯინიის შტატში გადაღებას დიდი სიხარულით შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლება. ვირჯინიის გუბერნატორის ტერი მაკოლიფის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვირჯინიაში გადაღებული სეზონი ძალიან წარმატებული იქნება.

კვლავ გაურკვეველია, მოხდება თუ არა ნიკოლას ბროუდის „მეორედ მოსვლა“ სერიალში. რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში ალექს განსა, რომელიც „სამშობლოს“ შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერია, ნიკოლას ბროუდის სერიალში „ფლეშბექის“ წყალობით გამოჩენას, შეუძლებლად არ მიიჩნევდა.

მანამდე ვიდრე სერიალის შემქმნელები ახალი სეზონს შემოგვთავაზებენ, „სამშობლოს“ თაყვანისმცემლებს შეგიძლიათ წაიკითხოთ ზოგიერთი რამ, რაც შეიძლება Homeland-ის შესახებ არ იცოდით.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის