სხვადასხვა
მშობიარობიდან ერთ თვეში ბიონსე ფოტოებს აქვეყნებს

მშობიარობიდან ერთ თვეში ბიონსე ფოტოებს აქვეყნებს

მშობიარობიდან ერთი თვეში, ბიოსნემ ინსტაგრამზე ჯერ ტყუპების პირველი ფოტო, შემდეგ კი საკუთარიც გამოაქვეყნა.


18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ბიონსე და ჯეიზი ტყუპების გოგონასა და ბიჭის მშობლები გახდნენ. ვარსკვლავურმა წყვილმა ტყუპებისთვის ძალიან უცნაური სახელები შეარჩიეს და დააპატენტეს. განსაკუთრებით ორიგინალური ბიჭის სახელია - სერ კარტერი, სერ - მამაკაცისადმი მიმართვის ფორმაა.

რაც შეეხება ტყუპ გოგონას, მას იაპონური სახელი რუმი დაარქვეს. ამავდროულად, რუმი მე-13 საუკუნეში მოღვაზე სპარსი პოეტის გვარია.

მომღერალმა ფეხმძიმობის შესახებ თებერვალში, Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოთი გამოაცხადა. ქსელის ისტორიაში ამ პოსტმა ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

ბიონსესა და ჯეი ზის ერთი ქალიშვილი , ბლუ ივი ჰყავთ, რომელიც 2012 წელს გაჩნდა. წყვილს ბლუ ივის სახელიც დაპანტენტებული აქვს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის