სხვადასხვა

"ბარემ ხო არ გვეფიქრა ჩვენ კანდიდატურაზე ქალაქი მერის პოსტზე ჰაააა"- გია კორკოტაშვილი

ე.წ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი, გუშინ გამართული აქციით კმაყოფილია. მისი თქმით აქციის მასშტაბები და ხალხის რაოდენობა თბილისის მერობის კანდიდატურაზე ფიქრის საშუალებასაც იძლევა:

„ისე ძმობას გაფიცებთ ქალაქის დიდი ნაწილი იქ იყო ნახევარი ორჭოფშია და დარწმუნდა რაღაც რაღაცეებში,არცერთი მერის კანდიდატი იქ არ მობრძანდა იმიტომ ,რომ მაგათი ელექტორატი იქ არ იყო და ბარემ ხო არ გვეფიქრა ჩვენ კანდიდატურაზე ქალაქი მერის პოსტზე ჰაააა აბა კარგად დაფიქრდით????“- წერს გია კორკოტაშვილი ფეისბუკზე. ფეისბუკმომხმარებლები კი გია კორკოტაშვილს თბილისის მერის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას ურჩევენ.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის