სხვადასხვა
რა გახდა დუბაის პრინცის განსაკუთრებული პოპულარობის მიზეზი (ფოტოკოლაჟი)

რა გახდა დუბაის პრინცის განსაკუთრებული პოპულარობის მიზეზი (ფოტოკოლაჟი)

დუბაის პრინცი ჰამდან ბინ მოჰამედ ალ მაკტუმი 34 წლისაა. მას ზღაპრულ „ალადინს“ ადარებენ. ძალიან პოპულარულია, ინსტაგრამზე 5 მილიონზე მეტი გამომწერი და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. დუბაის საამიროს მმართველის მემკვიდრის პოპულარობას არა მარტო მისი გარეგნობა, არამედ მისი ცხოვრების წესიც განაპირობებს.

პრინცს უსაზღვროდ უყვარს ცხოველები.

აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და ეხმარება განსაკუთრებული საჭიროების ადამიანებს.

ხელმძღვანელობს დუბაის სპორტის კომიტეტს და ზრუნავს ბავშვებში სპორტის პოპულარიზაციაზე.

თავად დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და დააფუძნა ფოტოგრაფთა კონკურსიც, რომლის წლიური საპრიზო ფონდი 400 ათას აშშ დოლარამდეა.

პრინცი დუბაიში ინვესტორების მოზიდვით და ქველმოქმედებით არის დაკავებული, უყვარს სპორტის ექსტრემალური სახეობები, განათლებული და ძალიან მდიდარია. როგორც ამბობენ ის აღმოსავლეთის პრინცის იდეალური სახეა, ამასთანავე უკვე წლებია მსოფლიოს ყველაზე სასურველი სასიძოების ათეულში ადგილი მყარად აქვს დაკავებული.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის