სხვადასხვა
უჩვეულო საჩუქარი - საპატარძლოს საქმრომ ქორწილში გარდაცვლილი შვილის გულის ცემა მოასმენინა

უჩვეულო საჩუქარი - საპატარძლოს საქმრომ ქორწილში გარდაცვლილი შვილის გულის ცემა მოასმენინა

ქორწილში ბეკი ტერნის საქმრომ უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა, საქორწინო ცერემონიაზე ის მამაკაცი მიიყვანა, რომელსაც პატარძლის გარდაცვლილი შვილის გული უცემდა. ცერემონიაზე გარდაცვლილი შვილისთვის სკამი იყო გამოყოფილი, რომელზეც ტაბლო იყო წარწერით: "მე ვერ შევძელი მოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ შენ ვერ მხედავ, მე შენთან, ვარ, დედა". ბეკი ტერნის ვაჟი ტრისტანი, 19 წლის ასაკში, მოულოდნელად, 2015 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, მისი გული ახალგაზრდა კაცს - იაკობს გადაუნერგეს. სასიძომ კი გადაწყვიტა, სპეციალური საქორწილო საჩუქარი გაეკეთებინა და საცოლეს მისი შვილის გულისცემა მოესმინა. სიურპრიზი ქორწილამდე ხუთი თვით ადრე დაგეგმა და ამისთვის კალიფორნიაში, თითქმის ხუთი ათასი კილომეტრის მანძილიდან, ალასკიდან, იაკობი ჩამოიყვანა.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის