სხვადასხვა
10 უიშვიათესი ეგზოტიკური ხილი, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ (ფოტოკოლაჟი)

10 უიშვიათესი ეგზოტიკური ხილი, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ (ფოტოკოლაჟი)

ბანანის, ანანასისა და კივის მოყვარული, ალბათ ბევრი ჩვენგანია. თუმცა, ბევრმა არ ვიცით, რომ არსებობს ძალიან გემრიელი ეგზოტიკური ხილი, რომლის შესახებაც წარმოდგენაც არ გვაქვს.მაშ ასე, გთავაზობთ, 10 ხილს, რომლის დაგემოვნებაც ტროპიკულ ქვეყნებშია შესაძლებელი.



1. ჩერიმოია

ამბობენ, რომ ჩერიომია ძალიან ჰგავს საკონდიტრო კრემს, რომელიც პირში დნება. აქვს ცხელებისა და დეიზენტერიის სამკურნალო თვისებებიც. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მისი თესლი შხამიანია.

2. დურიანი

დურიანის თავისებურებებს ძალიან უსიამოვნო არომატი და ძალიან გერმიელი გემო წარმოადგენს. ნაყოფი შეიცავს ორგანულ გოგირდს, რითაც აიხსნება მისი სუნი, გემო კი ისეთი აქვს, როგორც თხილისა და ხილის ნაზავს.

3. ჯეკფრუტი

ჯეკრუტის ხე ძალიან მაღალია და ნაყოფიც საკმაოდ დიდია. მას ისეთივე არომატი აქვს, როგორიც ბანანის, ანანასისა და მანგოს ნაზავს, თესლი კი შოკოლადის თესლს გავს.

4. ჯაბუტიცაბა

ჯაბუტიცაბას გემო ყურძნისას წააგავს და ვიზუალურადაც კი ჰყავს. მას გამოიყენებენ ჟელეს, ასევე ღვინისა და ლიქიორის დასამზადებლად. ბრაზილიაში კი მისი გამხმარი კანი ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება.

5. წითელი ბანანი

წითელ ბანანას მაგოსა და ჟოლოს გემო აქვს. ჩვეულებრივი ბანანისგან განხსვავებით, შეიცავს დიდი ოდენობით კალიუმს, ბეტა-კაროტინსა და ვიტამინს.

6. კივანო

კივანოს ასევე აფრიკულ რქოვან კიტრს ან ნესვს ეძახიან. მისი გემო კიტრის, კივისა და ბანანის ნაზავს ჰგავს.

7. აკებია

აკებია ტკბილი და სურნელოვანი ხილია, მისი გემო ჟოლოსას წააგავს.

8. ჰალა

ეს ხილი იჭმევა როგორც მოხარშული, ასევე ნედლი. მისი ფოთლებისგან კი ყელსაბამებს ამზადებენ, ასევე სამკურნალოდაც გამოიყენებენ.

9. ბუდას ხელი

ეს სურნელოვანი ხილი თევზისა და სალათების მომზადებისასას გამოიყენება. მის მერქანს ლიმონის არომატი აქვს.

10. თამარილო

თამარილო პომიდვრის, ბადრიჯნისა და წიწაკის ნათესავია. თამარიო გამოიყენება როგორც დესერტად, ასევე გარნირად.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის