სხვადასხვა
პოლონელ მღვდელს საკუთარმა მრევლმა

პოლონელ მღვდელს საკუთარმა მრევლმა "პორშე" გააყიდინა

პოლონელი მღვდელი, რომელიც მრევლის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, მის ძვირადღირებულ მანქანას ყიდის.

როგორც New York Times იტყობინება, სოფელ კასინა ვიელკას მრევლის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მღვდელმა ვესლავ მციაშეკომ Porsche-ს მარკის ავტომობილი 110 000 დოლარად(400 000 ზლოტი) შეიძინა.

სკანდალის შემდეგ, მღვდელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ მანქანას ყიდის და თუკი ვინმე თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ძალიან წუხს. ამავდროუდა, წირვის დროს ბოდიშიც მოიხადა.

მანქანის გაყიდვით მიღებული თანხა კი უსახლკაროების ფონდში გადაირიცხება.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის