ხელოვნება
ბრიტანელი მსახიობი როჯერ მური გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი როჯერ მური გარდაიცვალა

BBC-ი ბრიტანელი მსახიობის როჯერ მურის გარდაცვალების შესახებ იუწყება. მურის ოჯახის თქმით, "მას სიმსივნე ჰქონდა და სწორედ ამ დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა“. მისი ყველაზე ცნობილი როლი აგენტი 007 ჯეიმს ბონდი იყო.

სერ როჯერ მური ჯეიმს ბონდის როლს 1973-1985 წლებში გადაღებულ ფილმებში განასახიერებდა. მური ასევე ცნობილი იყო სერიალით The Persuaders და The Saint. სერ როჯერი ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა ბავშვთა სახლებს. მსასხიობმა ევან მაკგრეგორმა, მისი ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხდა და აღნიშნა, „თქვენ აჩვენეთ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, შევცვალოთ ყველაზე დაუცველი ბავშვების სიცოცხლე".

როჯერ მური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს მონაკოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
წყარო: presa.ge
გუშინ კვირის თვის