ხელოვნება
ხულოს დრამატულ თეატრში, სპექტაკლების კვირეული დასრულდა

ხულოს დრამატულ თეატრში, სპექტაკლების კვირეული დასრულდა

ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლების კვირეული დასრულდა. ჟან დენი ჟერარდ სიბლეირასი "გაუმარჯოს ბუშონს" - როინ სურმანიძის ამ სპექტაკლით დასრულდა, ხულოს თეატრის 80 წლისადმი მიძღვნილი სპექტაკლების საიუბილეო კვირეული.

მაყურებელს 5 ივნისიდან 12 ივნისამდე რვა სპექტაკლის ნახვის საშუალება ჰქონდა. საიუბილეო კვირეულთან დაკავშირებით თეატრს დღეს აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამელიშვილი და მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დებუტატი საქართველოს პარლამენტსი ანზორ ბოლქვაძე ეწვია. "ღირსეული იუბილე" ასე შეაფასა 80 წლის იუბილე აჭარის განათლების მინისტრმა. "ყველანი ვთანხმდებით იმაზე რომ, ხულოს თეატრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზოგადათ ქართული თეატრის განვითარებაში და გარდა დიდი განვითარებისა ამ თეატრს ყოველთვის დიდი ეროვნული დტვირთვა ჰქონდა ამიტომ მინდა მივულოცო თეატრს ეს ღირსეული იუბილე" სწორედ ამ სიტყვებით მიულოცა თეატრს იუბილე ინგა შამილიშვილმა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა 300 ალბომი სადაც აღწერილია თეატრის ისტორია. კვირეულის ფარგლებში მაყურებლის წინაშე როგორც ადგილობრივი თეატრის მსახიობები ასევე მარჯანიშვილის, ახმეტელის და რუსთაველი თეატრის მსახიობებიც წარსდგნენ. "მთელი კვირის განმავლობაში ყველა სპექტაკლს ვუყურე და სიამაყით ვივსები, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხულოში ხდება, ვულოცავ თეატრს ამ იუბილეს" განაცხადა "აიპრესთან" მაყურებელმა ქეთი შავაძემ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის