ხელოვნება
შესაძლოა ისტორიული კვალი წაიშალოს - ფოტორეპორტაჟი უშგულიდან

შესაძლოა ისტორიული კვალი წაიშალოს - ფოტორეპორტაჟი უშგულიდან

მესტიის მუნიციპალიტეტის, უშგულის თემი მოსახლება აცხადებს, რომ ყველა კოშკი, რომელიც მე-7 - მე-17-ე საუკუნით თარიღდება, საფრთხის ქვეშაა, - ამის შესახებ "აიპრესის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

მათივე მტკიცებით, შესაძლოა ისტორიული კვალი წაიშალოს. არსებული მძიმე რეალობის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და კულტურის სამინისტრო, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენიათ.

ადგილობრივების თქმით, კოშკებს სახურავი არ აქვს, რის გამოც წყალი ჩადის და კედლები ინგრევა.

"აიპრესთან" მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ "სვანეთში 21 დღეა წვიმს, რის შედეგად დაზიანდა კედლები და ჩამოინგრა. 70 კოშკი გვაქვს ასეთ სავალალო მდგომარეობაში, რომლის რეაბილიტაციასაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო ახორციელებს. უკვე 50 კოშკია რეაბილიტირებულია. კოშკის ჩამონგრევის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება".

ცნობისთვის, გუშინ უშგულში ისტორიული კოშკი ჩამოინგრა, რის გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია "გვიშველეთ! გვინგრევენ ისტორიას!" გამართა.

შეგახსენებთ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის