ხელოვნება
ელტონ ჯონის 17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთები 30 ივნისს,დილის 09:00 საათიდან გაიყიდება

ელტონ ჯონის 17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთები 30 ივნისს,დილის 09:00 საათიდან გაიყიდება

ელტონ ჯონის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, “SOLO“ და კომპანია „Eastern Promotions“ ქართველ მელომანებს კიდევ ერთ შანსს აძლევს ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის კონცერტს 17 სექტემბერსაც დაესწრონ.

Eastern Promotions-ის ინფორმაციით, 17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 1-ელ ივლისის დილის 09:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს - ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO - ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.

16 სექტემბერს, ლეგენდარული მუსიკოსის ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ნაწილი 25 ივნისს, ონლაინ, დაახლოებით ერთ საათში გაიყიდა. დაპირებისამებრ, 29 ივნისს დილის 09:00 საათიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი, 2017 წლის ტურნეს - „Wonderful Crazy Night Tour“-ის ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა. ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან - „Wonderful Crazy Night“.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის