ხელოვნება
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გია მარკოზაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გია მარკოზაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

4 ივლისს, 19 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ,,გალერეაში" გაიხსნება გია მარკოზაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა,-ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 30-მდე აბსტრაქტურლი ნამუშევარი. ბატონი გია მარკოზაშვილი თანამედროვე აზროვნების შემოქმედია და ავანგარდულ მხატვრობაში ის თავის სიტყვას ამბობს.

კომპოზიციები გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და სტილისტიკური თავისებურებებით. მაღალმხატვრული ნამუშევრები გაჯერებულია მსუყე და კოლორიტული ფერებით. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

გამოფენა გაგრძელდება 19 ივლისამდე

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის