ხელოვნება
ევროპის ლიგას სამივე ქართული გუნდი გამოეთიშა

ევროპის ლიგას სამივე ქართული გუნდი გამოეთიშა

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ გადალახა.

პირველი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ბათუმის "დინამომ", გასვლაზე პოლონეთში 4:0 წააგო, ორი მატჩის ჯამში კი 5:0 დამარცხდა და ევროტურნირს უგოლოდ დაემშვიდობა.

ბათუმელებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუშვეს, 75-ე წუთზე კი კაცნაკლულები დარჩნენ. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო, მოედნიდან თარხნიშვილი გააძევა. სწორედ ამის შემდეგ შეძლეს პოლონელებმა სამი ბურთის გატანა..

ფრედ - 1:1 დასრულდა მატჩი ავსტრიულ "ალტახსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის. საჩხერელებს ნუტცმა 29-ე წუთზე გაუტანა, დიმიტრი ტატანაშვილმა წონასწორობა 57-ე წუთზე აღადგინა. "ჩიხურას" 1:2 რომ მოეგო გასვლაზე, შემდეგ ეტაპზე სწორედ ის გადიოდა, თუმცა იმერლებმა ეს ვერ მოახერხეს.

ამ შეხვედრებამდე, 3:0 განადგურდა ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკურ "ტრენჩინთან" და ისიც ევროსარბიელს დაემშვიდობა.

ერთადერთი გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, "სამტრედიაა". სამტრედიელები ევროსარბიელზე 11 ივლისიდან ჩაერთვებიან, სადაც მათი მეტოქე აზერბაიჯანული "ყარაბახია".

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის