ხელოვნება
პრემია

პრემია "საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის ვახტანგ ჯავახაძეს გადაეცა

ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოებაზე ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ ვახტანგ ჯავახაძის „ელეგია და სხვა“ -მ გაიმარჯვა.

„ჩემი ასაკის ადამიანს ყველაფერი ორმაგად უხარია. ჩემთან ერთად წარდგენილი იყო 5 ღირსეული ნომინანტი და მე ვთვლი, რომ მათ ბოდიში უნდა მოვუხადო.

ჩემთვის ეს პრემია განსაკუთრებით ძვირფასია იმის გამო, რომ იგი მოვიპოვე გალაკტიონ ტაბიძის პროტექციის გარეშე, საკუთარი მეუღლის პროტექციით“, - აღნიშნა ვახტანგ ჯავახაძემ პრემიის გადაცემის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ წარდგენილნი იყვნენ: ეკა ქევანიშვილი „ევაკუაციის გეგმა“, ვახტანგ ჯავახაძე „ელეგია და სხვა“, ლია ლიქოკელი „გოგოობის კანონი“, ლია სტურუა „მგლის საათი“, ლელა ცუცქირიძე „წარმოიდგინე ელისაბედ“ , ტარიელ ჭანტურია „სიყვარულის შავი ყუთი“.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის