ხელოვნება
24 ოქტომბერს ფოლკლორის ცენტრში თვითნასწავლი მხატვრის, მზია ნახუცრიშვილის გამოფენა გაიხსნება

24 ოქტომბერს ფოლკლორის ცენტრში თვითნასწავლი მხატვრის, მზია ნახუცრიშვილის გამოფენა გაიხსნება

24 ოქტომბერს ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის მზია ნახუცრიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

გამოიფინება ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული 100-მდე ნამუშევარი - ნატურმორტი, კომპოზიცია, პორტრეტი.

მზია ნახუცრიშვილის ნამუშევრები გამოირჩევა ფორმითა და შინაარსით, არსითა და იდეით, ინდივიდუალური ხედვითა და ორიგინალური ხელწერით.

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ბავშვთა აღზრდის სახლში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მხატვრის სამყარო ბევრ საინტერესოს ჰპირდება დამთვალიერებელს.

გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე, დაიხურება 30 ოქტომბერს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის