მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი: კატალონიის ხელისუფლება დაიშლება, ავტონომიის სტატუსი შეჩერებულია

ესპანეთის პრემიერი: კატალონიის ხელისუფლება დაიშლება, ავტონომიის სტატუსი შეჩერებულია

"კატალონიის ხელისუფლება დაიშლება, ავტონომიის სტატუსი შეჩერებულია", - აღნიშნულის შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა.

შესაბამისი დოკუმენტები უკვე გადაეცა სენატს, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას.

აღნიშნული ზომების გატარება ესპანეთში კონსტიტუციის 155-ე მუხლის შესაბამისად სურთ, რომელიც ითვალისწინებს ავტონომიის სტატუსის შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ რეგიონალური ხელისუფლება არღვევს კანონმდებლობას და საფრთხეს უქმნის მთელი ქვეყნის ინტერესებს.

რახოი ირწმუნება, რომ 155-ე მუხლის მეშვეობით მადრიდი კანონიერების დაბრუნებას, კატალონიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის აღდგენასა და ეკონომიკის თავის ადგილზე დაბრუნებას შეეცდება, რომელსაც, მისი თქმით საფრთხე ემუქრება.

ესპანეთის ხელისუფლების მოლოდინია, რომ სენატი მხარს დაუჭერს აღნიშნული ზომების მიღებას. ხმის მიცემა 27 ოქტომბერსაა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის მოლოდინი გამართლდა, კატალონიის ხელისუფლების უფლებამოსილებები ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეცემა, რომელმაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში არჩევნები უნდა ჩაატაროს, რომელიც რეგიონის ახალ ხელისუფლებას დაამტკიცებს.

რახოის თქმით, კატალონიის პარლამენტს წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება და ჟენერალიტეტში კანდიდატების წარდგენისა და პლენარული სხდომების ჩატარების უფლება არ ექნება.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის