მსოფლიო
მიუნხენში უცნობი პირი გამვლელებს თავს დაესხა - დაშავებულია ოთხი ადამიანი

მიუნხენში უცნობი პირი გამვლელებს თავს დაესხა - დაშავებულია ოთხი ადამიანი

მიუნხენში უცნობი პირი გამვლელებს დანით თავს დაესხა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბავარიის პოლიცია ავრცელებს.

Bild-ის ცნობით, დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტი როზენჰაიმერის მოედანზე მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელი ძებნაში გამოაცხადა. მისი მოტივები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ეჭვმიტანილი დაახლოებით 40 წლისაა. მას ნაცრისფერი შარვალი და მწვანე სავარჯიშო ქურთუკი აცვია, ატარებს ზურგჩანთას და შავი ველოსიპედით გადაადგილდება.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ იმ ტერიტორიას, სადაც ინციდენტი მოხდა და არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის