მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძე დაიკარგა

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძე დაიკარგა

"დაიკარგა სამი ქართველი, რომლებსაც ჩემთან აქვთ შეხება", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავისი ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე წერს.

"ახლა აღმოჩნდა, რომ სახლიდან გავიდა და დაიკარგა ჩემი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძე. შინ მას უკრაინელი მეუღლე და ქალიშვილი ელოდება.

აგრეთვე კონტაქტზე არ გამოდის ჩემი მეგობარი, ქართული ჯარის პოლკოვნიკი, აღმოსავლეთის ომის აქტიური მონაწილე და უკრაინის ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორი დავით მაკიშვილი. პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ მათ არაფერი იციან სამი დაკარგული ქართველის შესახებ, რომელთაც ჩემთან აქვთ შეხება", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

აქამდე კი, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსის გიორგი რუბაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა, რაც, მისი თქმით კიევში მოხდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის