პოლიტიკა
ამინდის პროგნოზი

ამინდის პროგნოზი

თებერვლის პირველ დღეებში კი სინოპტიკოსები ყინვებს ელოდებიან.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრი გაუარესება შავი ზღვის ციკლონმა და კავკასიონიდან წამოსულმა ცივმა ჰაერმა გამოიწვია.ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 2 თებერვლიდან, აღნიშნულ რეგიონებში, ქარის სიჩქარემ, დროგამოშვებით, შესაძლოა 30მ/წმ-ს გადააჭარბოს.

საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაიწყო ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვის გავლით გადმონაცვლებული შედარებით თბილი და ნოტიო, ხოლო კასპიის ზღვის ჩრდილო აღმოსავლეთიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასების ურთიერთქმედება, რამაც ნალექები, მთასა და მაღალ მთაში თოვა გამოიწვია. გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზა ჩაიკეტა.

1 თებერვლიდან ნალექები ძირითადად შეწყდება, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა 10 - 15 გრადუსით დაიწევს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის