საზოგადოება
 თამაზ მარსაგიშვილი განათლების მინისტრის მესამე მოადგილე იქნება

თამაზ მარსაგიშვილი განათლების მინისტრის მესამე მოადგილე იქნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მესამე მოადგილე მეცნიერი თამაზ მარსაგიშვილმა იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

თამაზ მარსაგიშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი იყო. ბოლო 25 წელი ამ ინსტიტიტის რ. დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. არის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, ევროსაენსისა და ამერიკული ქიმიური საზოგადოების წევრი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ალუდა გოგლიჩიძე, დავით ზურაბიშვილი და ქეთევან ნატრიაშვილი თანამდებობიდან ოფიციალურად, 18 ივლისს გათავისუფლდნენ. მოგვიანებით, ქეთევან ნატრიაშვილმა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი დაიკავა, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ასევე დანიშნულია ლია გიგაური.

წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის