მსოფლიო
NBC: შავი ზღვის თავზე ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს რუსული „სუ-27“ მიუახლოვდა

NBC: შავი ზღვის თავზე ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს რუსული „სუ-27“ მიუახლოვდა

9 მაისს, შავი ზღვის თავზე ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს P-8 Poseidon-ს რუსეთის გამანადგურებელი „სუ-27“ 6 მეტრით მიუახლოვდა,-ამის შესახებ ინფორმაციას NBC აშშ საზღვაო ძალების პრესმდივან, პამელა კუნცეზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ინციდენტი შავი ზღვის სანაპიროზე, ნეიტრალურ წყლებში მოხდა.

კუნცეს თქმით, Poseidon-ი „ჩვეულ სამუშაოს" ასრულებდა. ამერიკის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკული თვითმფრინავები და გემები რუსულ სამხედრო ტექნიკას ხშირად უახლოვდებიან, მაგრამ ამ დრომდე ყველა ინციდენტი უსაფრთხოდ დასრულდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის