პოლიტიკა
„რა მესაქმება უკრაინაში?“ – ბაბილოვი კიევის მიერ დაწესებულ სანქციებზე

„რა მესაქმება უკრაინაში?“ – ბაბილოვი კიევის მიერ დაწესებულ სანქციებზე

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კომენტარი გააკეთა ოფიციალური კიევის მიერ მიღებული ახალი სანქციების თაობაზე. კერძოდ, მას არ მოეწონა საკუთარი პერსონის ხილვა სანქციათა სიაში.
„რა მესაქმება მე უკრაინაში და არც ვაპირებ ამ ქვეყანაში გამგზავრებას“, – განუცხადა მან ოსურ მედიას. ბიბილოვი ეჭვობს, რომ სანქცია მას შეეხო თვითაღიარებული დონბასის რესპუბლიკაში ვიზიტის გამო, სადაც მან 11 მაისს ადგილობრივ სეპარატისტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ.
ბიბილოვი კიევს ურჩევს გაითვალისწინოს შექმნილი რეალობა და შეწყვიტოს დონეცკის და ლუგანსკის წინააღმდეგ მიმართული „აგრესია“. „სანქციების სიაში ბევრი ღირსეული ადამიანია და მე მსიამოვნებს მათ შორის ყოფნა“, – იმართლებს თავს ე.წ. პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გასულ სამშაბათს ხელი მოაწერა იმ პირთა სიას, რომლებიც ექვემდებარებიან უკრაინაში სანქციებს. სიაში სულ 1228 ფიზიკური და 468 იურიდიული პირია.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის